განათლებისა და ცნობიერების ამაღლების ინსტიტუტი
არაფორმალური განათლება და სამოქალაქო ცნობიერების ამაღლება
პროექტები
დამოუკიდებლობიდან თავისუფლებისაკენ
სტუდენტებისა და პროფესორ-მასწავლებლებისთვის ესეების კონკურსი საქართველოს პრეზიდენტის სარეზერვო ფონდის დაფინანსებით, ჩატარდა რომელიც "განათლებისა და ცნობიერების ამაღლების ინსტიტუტმა" (EARI) განახორციელა.

კონკურსში მონაწილეობა მიიღეს სტუდენტებმა და პროფესორ-მასწავლებლებმა. სულ შემოვიდა 93 ესე, აქედან შეირჩა 26 საუკეთსო, სიმბოლურად 26 მაისთან დაკავშირებით და გამოიცა კრებულის სახით. წიგნი საჩუქრად გადაეცემა ბიბლიოთეკებსა და უმაღლეს სასწავლებლებს. ჟიური შედგებოდა 5 წევრისგან: ნიკოლოზ ჯავახიშვილი, თემურ ჯოჯუა, ეკა ტოგონიძე, გიორგი კეკელიძე, ფიქრია ჩიხრაძე.
ჟიურისთვის წინასწარ განსაზღვრული ძირითადი კრიტერიუმები იყო: პირველი რესპუბლიკის ასწლეულის ანალიზი და შეჯამება, ქართული სახელმწიფოებრიობის წინაშე არსებული გამოწვევების ხედვა, ნაშრომის აკადემიური სტილი, თემის შესაბამისობა კონკურსის მიზანთან. ნაშრომები შეფასდა 10-ქულიანი სისტემით.

სტუდენტებს შორის გამოვლინდა პირველ და მეორე ადგილზე გასული გამარჯვებულები:

I ადგილი - ნანი მანველიშვილი (თსუ); II ადგილი - ლანა კაპანაძე (თსუ)

პირველ და მეორე ადგილზე გასული გამარჯვებულები გამოვლინდა პროფესორ-მასწავლებლებსაც შორისაც:

I ადგილი - ზვიად დოლიძე (IBSU); II ადგილი - თინათინ მშვიდობაძე (გორის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტი)

საპრიზო ადგილებზე გასულ კონკურსანტებს გადაეცათ ფულადი ჯილდო, I ადილისთვის 1500 ლარი, II ადგილისთვის - 1000 ლარი. კონკურსის ყველა მონაწილეს საჩუქრად გადაეცა კრებული, სადაც შესულია გამარჯვებული ესეები. საუკეთესო 26 ესეს ავტორს კი კრებულთან ერთად გადაეცა სიგელები და საჩუქრები.


This site was made on Tilda — a website builder that helps to create a website without any code
Create a website