ჟურნალისტები კონსტიტუციაზე
საქართველოს პრეზიდენტის ფონდის მხარდაჭერით 2017 წელს EARI-მა განახორციელა პროექტი "ჟურნალისტები კონსტიტუციაზე", რომლიც მიზნად ისახავდა მოსახლეობის ინფორმირებისა და საზოგადოებრივი აზრის ფორმირების ხელშეწყობისთვის საკონსტიტუციო საკითხებისადმი მედიის დაიტერესების სტიმულირება-წახალისებას.
კომპეტენტურმა ჟიურმა, რომლის შემადგენლობაშიც შედიოდნენ ჟურნალისტები თამარ ჩიქოვანი, ზვიად ქორიძე და ლუბა ელიაშვილი, ასევე კონსტიტუციონალისტები კონსტანტინე ჩოკორაია და ლევან ალაფიშვილი, ორი კვირის განმავლობაში შეისწავლა და შეაფასა 23 მონაწილის მიერ წარმოდგენლი 43 ნაშრომი შედეგ ნომინაციებში - საუკეთესო სატელევიზიო სიუჟეტი, საუკეთესო რადიო სიუჟეტი, საუკეთესო ელექტრონული ნაშრომი, საუკეთესო საგაზეთო ნაშრომი.
ჟიურისთვის წინასწარ განსაზღვრული იყო შეფასების ძირითადი კრიტერიუმები, კერძოდ, საკონსტიტუციო ცვლილებების საკითხის სიღრმისეულად გაშუქება; საკითხის ობიექტურად გაშუქება, გადმოცემის სიმარტივე, საკითხზე ჟურნალისტის კომპეტენტურობა.კონკურსის ყველა მონაწილეს გადაეცა სპეციალური სერტიფიკატი და სიმბოლური საჩუქარი, ხოლო საპრიზო ადგილებზე გასულმა ნომინანტებმა ფულადი ჯილდოებიც მიიღეს.
საუკეთესო სატელევიზიო ნაშრომისათვის დაჯილდოვდნენ ჟურნალისტები: I ადგილი - ეკა კოპალიანი, II ადგილი - სოფო ზურაბიანი; საუკეთესო ელექტრონული ნაშრომისათვის I ადგილი - რუსუდან მაჩაიძე; II ადგილი - მანანა ვარდიაშვილი; საუკეთესო საგაზეთო ნაშრომისათვის I ადგილი - ლელა დუმბაძე; II ადგილი - თიკო ოსმანოვა; საუკეთესო რადიო ნაშრომისათვის I ადგილი - ნათია არველაძე, II ადგილი - მანანა დევაძე;